შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ...

სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? ქართულ ბიზნესს ამ ფულიდან არაფერი მიუღია – ვაშაძე პრემიერ გახარიას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და მოქმედ მთავრობას მყისიერი, გააზრებული და მიზნობირი ნაბიჯების გადაგმას ურჩევს. ამასთან, პრემიერ გახარიას არსებული რეალობის უკეთ აღქმისკენ მოუწოდებს:

ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საშინელი დარტყმა მიიღო გახარიასა და “დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგად. ამ ფონზე კი, მთავრობაში მოკალათებულები, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ნებისმიერ სფეროს უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს. ისედაც ძლივს გამოძვრნენ მდგომარეობიდან, ძლივს მოიტანეს თავი დღემდე და ერთ წუთში გადაუწყვიტეს ყველა იმედი.

სესხები, მაღალი პროცენტები, დაკარგული ქონებები, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა ათასობით ოჯახისთვის ყოველდღიურობად იქცა. ქვეყანა სასოწარკვეთილებაშია, პრემიერ-მინისტრი კი გამოდის და ამაყობს: რა მაგარია, რომ მწვანე ქვეყანა ვართ!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე და პრემიერ გახარიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხალხს მიხედოს!

ბატონო გახარია, რისთვის გამოვიყენეთ ეს მწვანე ქვეყანა? ნუთუ მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების? თქვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ თქვენი. მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ამ ფონზე, სადაც თქვენ გინდათ ღონისძიებები იქ ყველაფერი ტარდება, სადაც ხალხს სჭირდება იქ ყველაფერი აკრძალულია.

თქვენ მხოლოდ ტრაბახს უნდებით წარსულის შესახებ. მაშინ, როცა კრიზისის შემდგომ პერიოდში ტურიზმის განვითარების შანსებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ ტურიზმი ჯერ კიდევ კრიზისამდე ჩაკალით, საზღვრების დაკეტვითა და ფულზე ხელმისაწვდომობის მოსპობით.

5 მლრდ კრედიტი აიღო საქართველომ იმისთვის, რომ  ეკონომიკას მოხმარებოდა. სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? როცა გოჩა ენუქიძის სასტუმროებისთვის  სუბსიდირება მოხერხდა, სხვა სასტუმროებსა თუ სხვა ბიზნესებს ამ ფულიდან არაფერი მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც თქვენს პარტიას ფული შესწირა და 45 მილიონი ლარი მიიღო სანაცვლოდ.

თქვენი ილუზია “მწვანე ქვეყნის” სტატუსის შენარჩუნების შესახებ ჩვენს ეკონომიკას ვერ გადაარჩენს და ვერც იმ 220 000 სამუშაო ადგილს დაუბრუნებს უკან, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა. ამ მწვანე სტატუსსაც ვერ შეინარჩუნებთ, თუ გაგექცათ კონტროლის არედან კორონას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში.

ნუ ტრაბახობთ წარსულის გამო, აწმყოს მიხედეთ. თუ გინდათ გაიმეოროთ ის, რაც ისრაელში მოხდა? ის “მწვანე ქვეყნიდან” ყველაზე წითელ ქვეყნად გადაიქცა მსოფლიოში და ახლა უკვე დღეში 4000 ინფიცირებულთა შემთხვევას აფიქსირებს. შეწყვიტეთ ტყუილების თქმა და დაიწყეთ მოქმედება! იცოდეთ, რომ არ შეგრჩებათ ეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არ გაგანადგურებინებთ. ეს თავნებობა არ გაგივათ!“ – ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ გახარიას  გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...

“იფიქრე ქოცო – შენ რომ დაგიჭერენ, ვინ გეყოლება მომკითხავი?” – ელისო კილაძე

დემონსტრანტების ურთიერთ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე ემოციურად საუბრობს, კონკრეტულ ფაქტებზე...

“როცა ვამბობდი მოღალატეები არიან მეთქი, ახლა არ გვინდა ერთობას ვაზიანებთო” – ბაჩანა შენგელია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, შეუდგეს საპარლამენტო საქმიანობას, მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...