spot_img
მთავარისხვადასხვაროგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას შევასრულო ყველა ეს...

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას შევასრულო ყველა ეს დაპირება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას გულისხმობს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანახმების საერთო დოკუმენტს, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სუს-ში გასაკეთებელი ძირეული რეფორმები:

ამ მიმართულებებზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ესენია:

  • პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
  • თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
  • ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.
  • რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი.
  • დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
  • პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
  • ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა,” – შეთანხმების ძირეულ საკითხებზე საუბრობს ვაშაძე და აცხადებს, რომ რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, ასევე აუცილებელია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნული რეფორმების საერთო დოკუმენტს. ვფიქრობ, ეს შეთანხმება ძალაინ მნიშვნელოვანია, რადგან  დღეს ქვეყანაში მძვინვარებს კრიმინალი, პოლიცია არ არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვგეგმავთ, გავაკეთოთ საერთო რეფორმა, რომელიც  გულისხმობს ამერიკული მოდელის პოლიციის შექმნას საქართველოში.

ეს იქნება დამოუკიდებელი საპატრულო პოლიცია, პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელების, ამერიკული მოდელის საგამოძიებო ბიუროს ჩამოყალიბების სახით, შესაბამისი სახელფასო უზრუნველყოფის ზრდის პერსპეტივით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება პროკურატურას ის უნდა  გამოეყოს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციას, ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გამოძიების გამჭვირვალობის კუთხით. ეს არის ის კომპოზიცია, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს პირველ რიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მეორეს მხრივ პოლიტიკის ჩარევისგან გაათავისუფლებს ერთხელ და სამუდამოდ სამართალდამცავ უწყებებს.

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას, რომ სხვა ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად შევასრულოთ ყველა ეს დაპირება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...