შაბათი, აპრილი 20, 2024

“კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით” – კახა კალაძე

თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებს ჰყავთ ორგანიზატორები და მერია მხოლოდ მათ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებს, ღობისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებას ჰყავს თავისი ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს, მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კულტურის სფეროს მხარდაჭერა გაგრძელდება და ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენელი. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული