პარასკევი, აპრილი 26, 2024

მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია, ხოლო ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი აბსოლიტურად გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში – გიორგი ვაშაძე

საარჩევნოდ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ერთ-ერთი “დამსხვრეული ოცნებების” პარტიაა, ვისაც არ აწყობს ღია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ და სწორედ, მათ მიუწვდებათ ხელი ე.წ “შვ ფულზე“, რაზეც ხშირად სხვებთან მიმართებაში საუბრობენ:

მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია, ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში. აი, სხვები როგორ ხარჯავენ ე.წ. „შავ ფულს“, ძალიან კარგი იქნება, თუ ამაზე იფიქრებენ და მათ შორის „ქართული ოცნების“ უდიდეს „შავ ფულზე“ იმუშავებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დახარჯულ ფინანსებს ითვლიან,“ – აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ მისი  თითოეული თეთრი  დეკლარილებულია ფეისბუქში და რეკლამაში დახარჯული თანხები გამჭვირვალე.

მე ამ გამჭვირვალობის არ მეშინია. შემომწირველები ვინც ჩვენ გვყავს, ყველა ასევე გამჭვირვალეა და მათი ღია ჩამონათვალი არის მთლიანად აუდიტის სამსახურში. ვისაც აინტერესებს მივიდეს, საკუთარი თვალით ნახოს და ზედმეტ ლაპარაკს შეეშვან.

ზოგიერი პოლიტიკოსი გასაკეთებელ საქმეებზეც ლაპარაკობენ, მაგრამ მათ არც გეგმა აქვთ და არც სტრატეგია, არ იციან ხალხს რა ენაზე ელაპარაკონ. არ იციან როგორ დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი. არც სამუშაო ადგილების შექმნა იციან და ინდუსტრიის განვითარება. ხმამაღლა საუბრობენ IT ქალაქების განვითარებაზე და ა.შ. რეალურად კი, რაზეც მე ვსაუბრობ, ვერ იგებენ, არ იციან რა არის და როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკა,” – აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი და საბანკო სექტორში არსებულ მონოპოლიაზე მიანიშნებს.

როცა კონკრეტულ სტრატეგიაზე ვსაუბრობ, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ საბანკო მონოპოლია და როგორ გავუიაფოთ სესხები ადამიანებს, არ მისმენენ. სამაგიეროდ კი, ზურგს უკან საუბრობენ, ჭორიკნობენ და მხოლოდ ტალახის სროლა შეუძლიათ, რადგან ეს მათი ხელობაა! რა გაუკეთებიათ საერთოდ ცხოვრებაში ყვირილის და ყეყეჩობის გარდა? მართლაც პოლიტიკურ კინტოებად ჩამოყალიბდნენ. შეხედეთ ყველას, ვის რა გაუკეთებია. პრინციპებზე რომ საუბრობენ და ამ დროს, ერთ დღეს ერთს აქებენ, მეორე დღეს აგინებენ. უხერხულია! მე ვისაც ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ და ვეუბნები რა უნდა გააკეთოს. ვისაც მხარს ვუჭერ, ვამბობ რომ მხარს ვუჭერ. არასდროს არ შევდივარ ამგვარ კინკლაობაში და სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება.

ამ ქვეყანაში დგას იუსტიციის სახლები, ეს არის ნომერ პირველი რეფორმა დღესაც მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ხალხს ემსახურება. ვინ საუბრობს ხალხის პრობლემებზე? ვინ იცის სესხები როგორ უნდა გაიაფდეს? რაიმე გეგმა გამოუქვეყნებიათ? მე გეტყვით: ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია კრიზისის დაძლევის არც ერთი გეგმა და სტრატეგია,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული