შაბათი, ივნისი 28, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიდღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას "დაავალე მიშას" -...

დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას “დაავალე მიშას” – ზაალ უდუმაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იწყებენ ახალ კამპანიას – “დაავალე მიშას”. კამპანიის მიზანია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოისმინონ მოსახლეობის პრობლემებს, რომელთაც შემდეგ მიაწვდიან მიხეილ სააკაშვილს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, სწორედ გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ მუშაობას მოსახლეობის დავალებით:

,,ჩვენი მაჟრიტარობის კანდიდატები უკვე აქტიურად მუშაობენ და  მართავენ წინა საარჩევნო კამპანიას.

დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას “დაავალე მიშას”. იგი გულისხმობს შემდეგს: ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია მოსახლეობას რა მოლოდინი აქვს ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

ჩვენი მაჟორიტარები აბსოლიტურად ყველა სოფელს, ქალაქს შემოივლიან და შეხვდებიან ყველა თქვენგანს. სწორედ მოსახლეობისგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს გადაჭრას.

ვიცით, რომ თქვენზე უკეთ არავინ იცის რა პრობლემებია თქვენივე საცხოვრებელ არეალში. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენი დავალებები იქნება გზამკვლევი, რომლითაც უნდა დავიწყოთ მუშაობა.

აღნიშნული ყველა დავალება გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს, შემდგომ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ საკუთარ მოსაზრებებს და გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით, ამისთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა, ამიტომ ველით თქვენს დავალებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...