ორშაბათი, ივნისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასერგო ჩიხლაძე - წამლებზე დანახარჯები კვლავ რჩება ყველაზე...

სერგო ჩიხლაძე – წამლებზე დანახარჯები კვლავ რჩება ყველაზე მძიმე გამოწვევად მოსახლეობისთვის

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე კიდევ ერთხელ მოითხოვს ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების, მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას:

მეორე წელია ვხედავთ როგორი ხარვეზებით მიმდინარეობს ეს პროგრამა საქართველოში. მიუხედავად ჩვენს მიერ საჯაროდ დასმული კითხვებისა, ვერ მივიღეთ ვერანაირი განმარტება ჯანდაცვის სამინისტროსგან. ამიტომ, კონკრეტული კითხვებით, კიდევ ერთხელ მივმართავთ სამინისტროს და ასევე აუდიტის სამსახურსაც:

  1. წარმოადგინოს ჯანდაცვის სამინისტრომ ის გეგმა და პარამეტრები რომლითაც მან იხელმძღვანელა ამ პროგრამის დაგეგმვისას და ბიუჯეტის შედგენისას 2017, 2018 და 2019 წლებში!

  2. გაგვცეს ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხი ამ პროგრამის ფინანსურ დანახარჯების საეჭვო დინამიკაზე, კერძოდ კი, როგორ მოხდა რომ 2018 წლის 5 დეკემბრის მონაცემით პროგრამის დანახარჯი იყო მხოლოდ 592 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ 3 კვირაში, წლის ბოლომდე, გაიხარჯა 7 მილიონ 600 ათასი ლარი?

  3. კიდევ ერთხელ მივმართავთ აუდიტის სამსახურს შესწავლილი იქნას ამ პროგრამის ეფექტიანობა და გამოვლენილი ხარვეზები, რათა 2019 წელს პროგრამაზე გამოყოფილი თანხები გაიხარჯოს მიზანმიმართულად და რაც შეიძლება ბევრმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ამ პროგრამით“- აცხადებს სერგო ჩიხლაძე თავის მიმართვაში.

სერგო ჩიხლაძე ასევე ხაზს უსვამს შემდეგ ფაქტს, რომ ჯიბიდან გადახდის წილი და წამლებზე დანახარჯები კვლავ რჩება ყველაზე მძიმე გამოწვევად მოსახლეობისთვის. ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების  ძირითადი წილი (69%) კი მედიკამენტებზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ ნაცვლად მინისტრის მიერ დაანონსებული 200 000 ადამიანისა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის  ფარგლებში, 2017 წელს მხოლოდ 13 000 ადამიანი იყო რეგისტრირებული. 2018 წელს კი 22 000 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. მთავრობის მიერ დაანონსებული ე.წ. “იაფი მედიკამენტების” პროგრამაზე გამოყოფილი თანხები კი ვერ იქნა ათვისებული ვერც 2017  და ვერც 2018 წლებში. ამავე დროს, სერგო ჩიხლაძის აზრით, საეჭვოა პროგრამაზე გამოყოფილი თანხების ხარჯვის დინამიკაც.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...