ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ლჯ და კომპანია” კვლავ კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ინფექციური კლინიკა კვლავ კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 14 ბავშვში და 16 მოზრდილი მკურნალობს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული