შაბათი, აპრილი 20, 2024

ქვეყანამ 5 მლრდ დახმარება მიიღო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და 1 თეთრიც  არ გაიღეთ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად?!“ – გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყენაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობა კვლავინდებურად ილუზიაშია, „გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის“. ამასთან, ვაშაძე მოქმედ მთავრობას ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს:

ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა! ამ პირობებში გახარია გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. გეკითხებით სად არის გეგმა და სტრატეგია? საიდან გადაიხადოს ხალხმა ეს ფული?

200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ კი არაფერს აკეთებთ. 145 მლნ ლარი თქვენი მეგობრებისთვის ხომ მოძებნე, რომ ანგარიშზე გადაგერიცხათ და შემდეგ ეს ფული თქვენივე პარტიაში შემოწირულობად დაიბრუნეთ?! თქვენ ხომ მოძებნეთ ფინანსური სახსრები იმ უძრავი ქონების კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები?! რატომ არც ერთი თეთრი არ მოიძებნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე ვითარებაშია? ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა? რას ელოდებით? ხალხის ბედის ანაბარად მიტოვება შეიძლება?

ტოტალურად ხდება ქონებების გადაფორმება საქართველოში საფინანსო დაწესებულებების მხრიდან და ეს ხალხი ქუჩაში რომ დარჩება, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ?! 5 მლრდ მივიღეთ დახმარება საერთაშორისო დონორი თუ საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ მიდის არც ერთი თეთრი ამ ადამიანების დასახმარებლად? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური დამოკიდებულება თქვენი მხრიდან?

ბატონო გახარია ტელევიზორში რომ კეკლუცობთ, მედიაშიც არ ჩნდებით, ნორმალურად დაგროვილ კითხვებზე პასუხებს არ სცემთ… ეს არ შეიძლება. ქვეყნის პრემიერობა ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას.

როცა დებატებზე ვსაუბრობ, დიახ დებატებში უნდა გამოხვიდეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ,“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და მოქმედ პრემიერს ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, სად არის თქვენი სტრატეგია? რით ვეხმარებით ხალხს? ნუთუ მართლა შიმშილისთვის გინდათ გაწიროთ ადამიანები?! 8.2%-მდე გაიზარდა საქართველოში შიმშილის ზღვარს მყოფი ადამიანების რაოდენობა, რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრი გვაქვს, 3-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში და არაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ საჭმელიც გაქვთ, სასმელიც, შემოსავალიც და ბიუჯეტის ფულსაც კარგად განკარგავთ.

რას აპირებთ ამ ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად? კონკრეტული გეგმით გამოდით და ამ საკითხზე გვიპასუხეთ,“- აცხადებს გიორგი ვაშაძე და პრემიერ გახარიას კვლავინდებურად დებატებში იწვევს.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული