პარასკევი, აპრილი 26, 2024

მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდის მიმართ – ზაზა ლომინაძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქუთაისელ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს. კოვიდ19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ქუთაისში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო:

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ყველა სიხარულით ველით ხოლმე – მოსწავლეები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები, ბებია-ბაბუები. წელს, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს ქალაქში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში ცოტა მოგვიანებით დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი შვილების და მათი მასწავლებლების უსაფრთხოების გამო მიიღო.

კორონავირუსი დიდი გამოწვევაა რომელიც წარმატებით უნდა დავძლიოთ! მინდა ჩემი, როგორც ექიმის და როგორც თანაქალაქელის, განსაკუთრებული თანაგრძნობა გამოვხატო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდის მიმართ, გავამხნევო ისინი, მალე გამოჯანმრთელება და სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართვა ვუსურვო!“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ცნობისათვის, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში “კოვიდ 19”-ზე ჩატარებული ტესტირების შედეგად  19 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული