პარასკევი, აპრილი 19, 2024

მთავრობის პოლიტიკა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის იყო თანმიმდევრული – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ვირუსის გავრცლეებასთან დაკავშირებულ დეტალებზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ჯანდაცვის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად.

,,ვირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს. ამის გათვალისწინებით  მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის მეტნაკლებად პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება გვაძლევდა.

ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ შემთხვევების რაოდენობა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად მოიმატებდა. ამასთანავე აღვნიშნეთ, რომ შემთხვევების მატების გამო მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. შეზღუდვების კვლავ დაწესებას ქვეყანა ეკონომიკურად ვეღარ გაუძლებდა.

ასევე ვთქვით, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ვგულისხმობდით, რომ უნდა დავბრუნებოდით ვირუსის გავრცელებამდე არსებულ მდგომარეობას. იმ დროს, როდესაც არანაირი შეზღუდვა ქვეყანაში არ არსებობდა.

მთავრობის დადგენილებით, ის ელემენტარული წესები, რომლის დაცვისკენაც მოგვიწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო გახლავთ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში.

ასევე გაცნობებთ, რომ 15 სექტემბრიდან ძალაში შედის კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული