შაბათი, ივნისი 7, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუგიორგი ვაშაძის ინიციატივა დებატების გამართვასთან დაკავშირებით აბსოლიტურად მართებული...

გიორგი ვაშაძის ინიციატივა დებატების გამართვასთან დაკავშირებით აბსოლიტურად მართებული და საჭირო შეთავაზებაა – თენგიზ ფხალაძე

გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევის თაობაზე, საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“, კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე. მისი აზრით დებატები აუცილებელია, რომ ამომრჩეველმა, საჭირბოროტო საკითხებთან მიმართებაში, მხარეების დამოკიდებულების შესაბამისად გააკეთოს არჩევანი:

უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ, რომ დებატები საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად აუცილებელია. ამიტომაც, პოლიტიკოსები რაც უფრო ხშირად გამართავენ დისკუსიას და ნაკლებად მოვისმენთ ცალმხრივ განცხადებებს, მით უფრო კარგი იქნება ამომრჩევლებისათვის.

გიორგი ვაშაძის ინიციატივა, დებატების გამართვასთან დაკავშირებით, აბსოლიტურად მართებული და საჭირო შეთავაზებაა, მით უფრო არჩევნების პერიოდში. მე მივესალმები, რომ ასეთი დებატები ხშირად იმართებოდეს და საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყოს პლატფორმების ჭიდილზე. მოსახლეობა ნათლად უნდა ხედავდეს, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, კანდიდატების თუ პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებას საჭირბოროტო საკითხებთან მიმართებაში, რაც თავისთავად გაუადვილებთ მათ არჩევანის გაკეთებას და ყოველივე ეს წაადგება პოლიტიკურ პროცესს“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან...

“უცვლელია არჩევნების შესახებ “წინააღმდეგობის პლატფორმის” ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "წინააღმდეგობის პლატფორმის" პოზიციას ახმოვანებს,...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...