კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კრიტიკა კი არა ჩვეულებრივი ეკლესიის მტრები არიან" -...

“კრიტიკა კი არა ჩვეულებრივი ეკლესიის მტრები არიან” – მეუფე იაკობი ცალკეული ტელევიზიების მეპატრონეების მისამართით

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მეუფეებს მოუწოდა, რომ ხმა ამოიღონ ტელევიზიების თავდასხმაზე. ასევე, გაარკვიონ კონკრეტული ხელმძღვანელები და მოახდინონ რეაგირება:

,,რამდენი ხანია ეკლესიაზე მიდის შეტევა – პრესით, ტელევიზიებით. მე არ ვაბრალებ აღნიშნულს ჟურნალისტებს. ეს ტელევიზიების მეპატრონეების ბრალია, რასაც შეუკვეთავენ ჟურნალისტებს, იმას ასრულებინებენ.

ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილი ქართველები, ნამდვილი ქრისტიანები და ყოველგვარ უმსგავსობას თქვენც როგორმე წინ უნდა აღუდგეთ. თუმცა ეს არ ნიშნავრ რომ იგივე მოხდეს, როგორც უცხოეთში – “შარლი ებდოს” ამბავზე, საშინლად რომ შეუვარდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ, მართმადიდებელი ქრისტიანები, ასეთები არ ვართ, მაგრამ რადგან ასეთები არ ვართ და მოწყალებას ვიჩენთ ჩვენი პირადი მაგინებლების მიმართ, რომელ კრიტიკაზე დამიწყეს საუბარი. კრიტიკა კი არა ჩვეულებრივი ეკლესიის მტრები არიან.

მე ადრეც მოვუწოდე ჩვენს მეუფეებს, რომ ამოიღონ ხმა. მათ გადახედონ ტელევიზიებს, რომლებიც ჩვენ გვიტევს, ასევე დააკვირდნენ ხელმძღვანელები ვინ არიან. ხოლო ხელმძღვანელებმა დაიმახსოვრონ, რომ ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ. მათ პასუხი მოსათხოვი აქვთ და მოეთხოვებაც კიდეც.

თუ არ სურთ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაასრულონ თავიანთი საქმეები, სჯობს მიხედონ საკუთარ საქმეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...