spot_img
მთავარისხვადასხვა"არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს" - გიორგი გახარია

“არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, რომ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეპიდსიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.

დღეს გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. სამწუხაროდ, მაჩვენებელი იზრდება საქართველოშიც. დღეს დილით ჩავატარეთ საკორდინაციო საბჭოს შეხვედრა. ასევე ჩვენ  კლინიკურ ჯგუფთან გვქონდა შეხვედრა.

საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართავს პანდემიის გავრცელების რისკებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები ან დამატებითი სიმკაცრე აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ.

რა არის ახლა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გლობალურ პანდემიას ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ჩვენთვის ყოვლად მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი, რასაც ჩვენ ვეძახდით ინფიცირების სწრაფ გამოვლენას და მკურნალობას. ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს პანიკის რაიმე საფუძველი ვგულისხმობთ, რომ ბოლო ხუთი-ექვსი თვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია სრულად ეპიდემიის მართვაში, როგორც მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში, ასევე ჰოსპიტალური სისტემის მართვაში, ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ან კლინიკური მიმართულებით, დღეს არის აბსოლიტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში.

ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ  ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას. არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...