სამშაბათი, ივნისი 17, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცის ქვეშ,...

იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცის ქვეშ, ასევე სპორტული თუ კულტურული და რიტუალური ღონისძიებებიც – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეიდან ღია ცის ქვეშ იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ რესტორანში გამართული ერთ-ერთი ქორწილი გახდა ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი წარმოქმნის წყარო და მოქალაქეების ჯანმრთელობის მიზნით აუცილებელი გახდა აღნიშნული პრევენციული ღონისძიების გატარება:

დღეიდან, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცის ქვეშ. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია.

იკრძალება რიტუალური ღონისძიებებიც. სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შეიძლება, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, თუმცა ბოლო საგულისხმო მაგალითი – ერთ-ერთმა ქორწილმა, რომელიც ჩატარდა თბილისში (არ დავასახლებ, რომელ რესტორანში), ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი თან, ერთი ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. ჩვენ, ამ წერტილებში, ინფიცირების რაოდენობის ზრდას ველოდებით და ამის გამავრცელებელი ძირითადი ღონისძიება, სამწუხაროდ, იყო ქორწილი.

ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დადგენილებაში დაგვემატებინა – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...