კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიქვეყანაში არ არსებობს თანაბარი საარჩევნო გარემო ოპოზიციასა და...

ქვეყანაში არ არსებობს თანაბარი საარჩევნო გარემო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ანა კობახიძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის საარჩევნო და სამათლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა კობახიძემ სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საჩივარი დღეს შეაქვთ. არ დაუშვებენ, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ფაქტი დარჩეს რეაგირების გარეშე. ანა კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მუდმივად იმუშავებს დარღვევებზე და ასევე შეიქმნა ხმების დათვლის შტაბი, რომელშიდაც გაერთიანებული არიან მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიები:

,,ოლქები ჩაკეტეს, შესაბამისად საარჩევნო კომისიის წევრებს წევრებს საშვებით უწევთ ოლქში შესვლა. ეს უკვე არის ბარიერი. დღეს ისედაც არ არსებობს თანაბარი გარემო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ხელისუფლების სასარგებლოდ ეტაპობრივად კიდევ რას გაართულებენ, რას მოიფიქრებენ, არავინ იცის.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საჩივარი შეგვაქვს დღეს. ისნის  მაგალითისთვის რომ გითხრათ, საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ არიან ჩართულები ისნის რაიონის გამგებელი და ბაღების სააგენტოს დირექტორი თორდინავა. აღნიშნულ ფაქტს დღეს ვასაჩივრებთ.

ისნის გამგებელი ყველა შერხვედრაზე დაყვება “ქართულ ოცნების” კანდადატს და მასთან ერთად აწარმოებს აგიტაციას,რაც არის კოდექსის 2 მუხლის დარღვევა:

გამგებელთან მიმართებაში –

  1. სახეზეა საჯარო მოხელის ჩაბმა წინა საარჩევნო კამპანიაში;
  2. მეორეს მხრივ კი გამგებელია, მას აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსი და ამას იყენებს კანდიდატის სასარგებლოდ.

თორდინავას შემთხვევაც იგივეა, ის აჩვენებს ერთ-ერთი ბაღის პრეზენტაციას, რომელიც უნდა აშენდეს. ამ პრეზენტაციაზე დაპატიჟებული ჰყავს ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი, რაც პირდაპირ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელშიც საჯარო მოხელეც ჩართულია სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ.

ვნახავთ რა გაგრძელება მოჰყვება ამ საჩივარს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე დავტოვოთ.

საარჩევნო კამპანიაში, ასევე, ჩართულები არიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მათ შორის, გამგებლის მოადგილეც. ყველა შესაბამის შემთხვევაში გვაქვს რეაგირება.

რაც შეეხება დარღვევებს. ჩვენც დაგვიზიანეს ოფისის ბანერი, აგრესიულ კამპანიაზე არიან გადასულები. აქედან გამომდინარე ველოდებით, რომ იქნება ძალადობრივი და აგრესიული წინა საარჩევნო პერიოდი. სავარაუდოდ სხვადასხვა მუხლებით იქნება ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლისა თუ საარჩევნო კოდექსითაა გათვალისწინებული.

ჩვენი შტაბი პერიოდულად აწვდის ინფორმაციას დარღვევების შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.

ჩვენ გვაქვს ხმების დათვლის შტაბი, სადაც გაერთიანებულია ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც არ მოიაზრებს თავს ,,ქართულ ოცნებასთან“. მთავარი პრინციპი არის ის, რომ ყველა ვიცავთ ერთმანეთის ხმებს. კვირაში ერთხელ კოორდინირებულად ვიკრიბებით და მომავალში კიდევ არაერთ ღონისძიებას დავგეგმავთ, გვაქვს უმნიშვნელოვანესი გეგმები“, – განაცხადა ანა კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“იმ დიდი სტრატეგოსების თავში ჩამახედა, გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – ნინო ჯანგირაშვილი

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის გამართულ...

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...