spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - თეონა აქუბარდია

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია – თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერის თეონა აქუბარდიას  განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს. აქუბარდიას თქმით ეს პროექტი დაიცავდა ქვეყანას კრიტიკულ პერიოდში  უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით, სწორედ ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მთავრობას მიმართავს განუმარტოს საზოგადოებას თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა საქართველოს  მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმოარაგებით უზრუნველყოფაში:

მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი  პროექტი ჩააგდო, რომელიც  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს. საუბარია მიწისქვეშა გაზსაცავზე, რომელიც დაიცავდა კრიტიკულ პერიოდში ქვეყანას უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით. ამას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც, რომელიც 2023 წლამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღეს უკვე გაურკვეველია ექნება თუ არა ქვეყანას გაზსაცავი.

მთავრობის გადაწყვეტილებით გერმანიის განვითარების  ბანკიდან (KFW) პროექტისთვის გამოყოფილი სესხის,  რომლის მიღებისთვის რამოდენიმე წელი დაიხარჯა აგვისტოში მიზნობრიობა შეეცვალა და ეს  120 მილიონი ევრო COVID 19-ის კრიზისზე მიმართა. ეს მაშინ, როდესაც ამ ფონდიდან მთავრობა არ თაკილობს 45 მილიონის თავის შემომწირველებზე და ახლობლებზე გაცემას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მივმართავთ მთავრობას, განუმარტოს საზოგადოებას თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა ჩვენს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმოარაგებით და მოგვცემდა საშუალებას სამომავლოდ საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას,“ – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...