ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანიირაკლი კობახიძე: "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს,...

ირაკლი კობახიძე: “ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს”

ტვ “პირველზე”, თოქშოუ “რეაქციაში” პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეებთან მიმართებაში გაჟღერებული შეფასება საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდა.

5 თებერვალს, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო უვარგისი იყო და ემორჩილებოდნენ პოლიტიკურ გავლენას, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში მოსამართლეები უკვე კარგად იქცევიან:

სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდნენ. შეიცვალა სისტემა, შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანი, რომელიც ცუდ რაღაცას ჩადიოდა – ცუდი ადამიანი და კარგი ადამიანი ცოტაა ანუ არის ადამიანი, რომელიც ცუდ რაღაცას ჩადის და კარგ რაღაცას ჩადის, ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს“.

წამყვანის შეკითხვაზე – აგონ უნდა პასუხი თუ არა ცალკეულმა მოსამართლეებმა, ჩადენილ ცუდ საქმეებზე, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:

პასუხისმგებლობის ზღვარი უნდა გაივლოს. გერმანელებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იფიქრეს და გადაწყვიტეს რა, რომ იყო რაღაც პოლიტიკური დონე, იქ იყო ჰიტლერი, ჰებელსი, მისი მეგობრები, იმათ დააკისრეს პასუხისმგებლობა ნიუნბერგის პროცესი და ყველაფერი. რაც შეეხება ქვედა დონეს, მოხელეებს და მოსამართლეებს, ასევე, იყვნენ იმ რეჟიმის სამსახურში, მათ პასუხისმგებლობა არ დააკისრეს. ესგადაწყვეტილება მიიღეს 1945 წელს და დატოვეს ძალაში, აღარავის არ გადაუსინჯავს 1956 წელს“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...