პარასკევი, აპრილი 26, 2024

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის შანსი ნულის ტოლია! – ნანა ტოხვაძე

განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე. მისი თქმით, უწყებას არაა აქვს ბევრი რამ გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დაწყებისას და პრობლემები ისევ პრობლემებად რჩება:

რა მივიღეთ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მრავალთვიანი დაგეგმვითი სამუშაოების და სასკოლო უსაფრთხოების რეგულაციების შემუშავების ფონზე? მივედით სკოლაში, მერხები დავალაგეთ ისე, რომ მათ შორის დისტანცია ერთი მეტრია. გადავცვალეთ საკლასო ოთახები და ვისაც დიდი კლასები ჰყავს (30 და მეტი მოსწავლე) უფრო დიდი მოცულობის ოთახში გადავიყვანეთ. მაგრამ როგორ ვახერხებთ შესვენების დროს პროცესის მართვას? რა დამატებითი ზომებია ამისთვის მიღებული? ვისი პასუხიამგებლობაა საინტერესო აქტივობებით მოსწავლეთა დატვირთვა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა? ბუფეტი არ გაიხსნება. მოწაფეებმა სახლიდან უნდა მოიტანონ საკვები (თუ ამის სახსრები შერჩა ოჯახს) და დასვენებებზე მიირთვან ოთახშივე.

თუ აქვთ დათვლილი რეგულაციის ავტორებს, დაახლოებით მაინც, ათასი ბავშვი 15 თერმომეტრით რამდენ ხნიანი თერმოსკრინინგით და რამდენ წუთში უნდა შეუშვან სკოლაში? თან, როდესაც 9:00 საათზე სასწავლო პროცესი უნდა დაიწყოს?

ვფიქრობ, განათლების სამინისტრომ ხელები დაიბანა და ჩვეული პასიურობით გადასცა პასუხისმგებლობა სკოლებს, ყოველგვარი ხელშეწყობისა და ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სველი წერტილების საკითხი კვლავ “აქილევსის ქუსლად” რჩება საჯარო სკოლებისთვის.

გამოდის რომ, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩინოვნიკებმა რეგულაციები გაწერეს მხოლოდ იმისთვის რომ ქაღალდზე დარჩეს და მაქსიმუმ სამ დღეში ეს ყველამ დაივიწყოს, რადგან არარეალისტურია.

ამრიგად, არაეფექტიანი მმართველობის პირობებში, პრობლემა პრობლემადვე რჩება. სასკოლო უსაფრთხოების რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის შანსი ნულის ტოლია და ამაზე მშობელთა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული