სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!” – მირიან ნიკოლაძე

მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძას, ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, უფრო მეტად განუმტკიცდა აზრი ჩადენილ დანაშაულსა და დამნაშავეებთან მიმართებაში. ამასთან ადვოკატი მიმართავს კონკრეტულ პირებს რომ ისევ ნუ დაიწყებენ მტკიცებას – ციხეში უდანაშაულონი ზიანო:

“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ “უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში.
ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

ფარული ჩანაწერი
________________________
რევაზიშვილი: “მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო“.

არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: “ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო“.

მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ…
მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!” – წერს მირიან ნიკოლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული