spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ პირველ სექტემბერს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკოს ვებგვერდზე.

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 172 განაცხადი შემოვიდა. 17 საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 28 კომისიაში ორ-ორი, 14 კომისიაში სამ-სამი, 13 კომისიაში ოთხ-ოთხი და მხოლოდ ერთ კომისიაში – ხუთი კანდიდატი.

ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩა №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, იმავე სხდომაზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადებში, განხორციელდება დროებითი წევრის არჩევა.
სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 110 ქალი და 62 კაცი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც არჩეულ იქნა 43 ქალი და 29 კაცი.

ცესკოს მიერ არჩეული 72 დროებითი წევრიდან, 68-ს აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა წლებში მუშაობის გამოცდილება, როგორც კომისიებში, მათ შორის ცესკოში წევრად ყოფნის, ასევე, ტრენერად ყოფნის გამოცდილება. ამასთანავე, 72 ახლად არჩეული წევრიდან 22 პირს მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში.

ამავდროულად, 72 არჩეული დროებითი წევრიდან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში გამართული არჩევნების მონაცემების მიხედვით, 44 პირი ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით იყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული, ხოლო ხუთი პირი, წარმოადგენდა პარტიული ნიშნით ნომინირებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს, საიდანაც ხუთივეს აქვს სხვადასხვა წლებში კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით; ხოლო დანარჩენ ექვს წევრს კომისიის 12 წევრამდე შესავსებად, საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...