ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ლელოს „მარშალის გეგმა“ – პრეზენტაცია მამუკა ხაზარაძემ გამართა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ლელოს „მარშალის გეგმის” – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „ლელოს“ ლიდერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს რეგიონის ფინანსურ და კულტურულ ცენტრად ქცევის შესახებ.

“ლელოს” სტრატეგიული დოკუმენტის მთავარ მესიჯებია:

1. ძლიერი საშუალო ფენა. 600 000 ადამიანი 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი;

2. გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში;

3. არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე;

4. გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება;

5. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით;

6. მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული