spot_img
მთავარიIV ხელისუფლებააჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, დაიწყო თანამშრომლების ტესტირება

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, დაიწყო თანამშრომლების ტესტირება

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ეთერში “პირველი არხის” ტრანსლირება ხორციელდება.

ტელევიზიამ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები, ამ დროისთვის იგი დაკეტილია. მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მათი ინფიცირების წყაროს მოძიება.
ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი გაივლის ტესტირებას და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით გააგრძელებს მაუწყებლობის აჭარის ტელევიზია:

ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება.

ვერც საკუთარ თანამშრომლებს და ვერც საზოგადოებას ვერ ჩავაყენებთ საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ვიდრე არ იქნება შესაბამისი რეკომენდაციები, არ გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩვენი მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...