ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისავიზო ლიბერალიზაცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი - დავით...

სავიზო ლიბერალიზაცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სავიზო ლიბერალიზაცია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სირთულეები, რომლებიც ექმნებოდათ მოქალაქეებს, შემსუბუქდება, ვინაიდან აქ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ამ მონაპოვრის განმტკიცებასთან ფარდობაში:

,,სავიზო ლიბერალიზაცია არის ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარი ისე, როგორც ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. სავიზო ლიბერალიზაცია არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. ეს არის ის სიკეთე, რომლითაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე სარგებლობს. ამიტომ, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ თავისუფალი მიმოსვლის მნიშვნელობა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა მზარდი დინამიკა თავშესაფრის მაძიებლთა მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ჩვენს კანონმდებლობაში, ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და კომუნიკაციით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ასევე მათ ექსპერტებთან ერთად, ვინაიდან აქ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრის განმტკიცებასთან ფარდობაში.

მე ვფიქრობ, რომ  არ დაზარალდება ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს და მომავალში ისარგებლებენ ამ სიკეთით, საფრთხე არ შეექმნათ. ეს გაკეთებულია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის და იმისათვის, რომ არანაირი დისკომფორტი არ ჰქონდეთ.

ევროკავშირიდან გამობრუნებულ ადამიანებზე, თავად მოქალაქემ უნდა იზრუნოს. მათ შორის ფინანსური რესურსის თვალსაზრისით და დასაბრუნებელი ბილეთების აღების კუთხით.

ამ ცვლილებით, მათ  შეუმსუბუქდებათ სირთულეები, რომლებიც ადრე ექმნებოდათ. ეს არის, მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ არც საშუალო ვადიან, არც გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფუძველი აღარ იარსებებს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...