სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა და  ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე  კრიმინოგენურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეეხო და ქალთა მიმართ ძალადობის  გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა.

დღეს ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა, ხოლო არსებული ფონიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გამოირჩევა, რომლის უამრავი ფაქტი დღემდე გაუხსნელია. საკმაოდ მძიმეა სტატისტიკაც. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რეალურად ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა ძალადობის ფაქტს მალავენ და არ არის გაცხადებული შესაბამის სტრუქტურებში. დღეს ეშინიათ ქალებს,  ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც  ქვეყანაშია,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე  თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანი, სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში უნდა შეწყდეს და დღეს არსებული თითოეული საქმე  სრულად უნდა იყოს გამოძიებული. პირობას ვდებ, რომ გაუპატიურების ეს 72-ვე  შემთხვევა იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტები, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რასაც უცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება,“ – მიაჩნია ვაშაძეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პოლიციის სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც ამერიკული მოდელის პოლიციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ეს არის პოლიტიკისგან თავისუფალი, რაიონულ დონეზე პირდაპირ არჩეული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი და FBI-ის მსგავსი საგამოძიებო ბიურო. მომავალ წელს პოლიციელებისთვის 500 ლარით ხელფასის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა შევქმნათ პოლიტიკისგან თავისუფალი სისტემა, არავის  შეეძლოს პოლიციაში ჩაწყობა და ყველა დანაშაულზე იყოს მკაცრი და მკაფიო რეაგირება პოლიციის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში მოწესრიგდეს და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული