spot_img
მთავარიარჩევნებისაქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების...

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება:

შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით,  დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები (სპეცჯგუფები) არაუმეტეს 12-12 წევრის შემადგენლობით.

არჩევნები ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზა,  №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალი”) გაიმართება.

სპეცჯგუფის წევრები ავღანეთში გამგზავრებამდე გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს APO AE 09356- “COVID 19 სავალდებულო კარანტინის ინდივიდუალურ სერტიფიკატ“-ში მოცემული კარანტინის გავლის წესის შესაბამისად. კარანტინის დასრულების შემდეგ კი ჩაიტარებენ PCR ტესტს. ისინი სავალდებულო კარანტინს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გაივლიან.

ავღანეთში კენჭისყრა გაიმართება 2020 წლის 31 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე საქართველოს დროით. სპეცჯგუფის მიერ შესაბამის საარჩევნო უბანში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები.

შედეგების შეჯამებისთანავე, სპეცჯგუფი  შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს. შედეგები შეჯამდება ცესკოს მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგებთან ერთად,” – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...