spot_img
მთავარიარჩევნებიპაატა მანჯგალაძე: "ივანიშვილი დაადგა მკაცრად ავტორიტარული მმართველობის გზას"

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილი დაადგა მკაცრად ავტორიტარული მმართველობის გზას”

“ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე შეფასებას აძლევს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და აღნიშნავს რომ ივანიშვილი დაადგა მკაცრად ავტორიტარული მმართველობის გზას, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანს.

პაატა მანჯგალაძე არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს, საზოგადოების აქტიურობასთან ერთად, პარლამენტის დაკომპლექტების სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში ხედავს, რაც, მისი თმით, არსებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი კონსტიტუციური საშუალებაა.

“პარლამენტის დაკომპლექტების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისა და მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთი კონსტიტუციური საშუალებაა. სხვა შემთხვევაში ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური კრიზისი, რასაც ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი.

განვლილმა საპრეზიდენტო არჩვნებმა ცხადყო, რომ ივანიშვილი დაადგა მკაცრად ავტორიტარული მმართველობის გზას. წაშლილია ზღვარი პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებს შორის. ქვეყანაში ძალაუფლება ფაქტიურად კონცენტრირებულია ერთი პირის ხელში და რეალურად იმართება მმართველი პარტიის თვითგამოცხადებული ლიდერის მიერ, რომლისთვისაც ელექტორალური დემოკრატია გადაქცეულია ფიქციად, ხოლო ამომრჩევლის მოსყიდვა და შანტაჟი, ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად. ასეთ რეალობაში ივანიშვილი დგას რისკის წინაშე, დაკარგოს უკანასკნელი მხარდამჭერები და იქცეს სახალხო მღელვარების ობიექტად, რადგან ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ხალხისთვის და მხოლოდ ჩინოვნიკები და კლანები მდიდრდებიან, ბუნებრივად დგას სამართლიანი პროტესტისა და მღელვარების რისკის წინაშე.

ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ამოიწურება ამომრჩევლის თუნდაც 1%-ის მოთმინება, როდესაც ის გამოხატავს აქტიურ სახალხო პროტესტს, ხოლო საკითხი როდის და რა ვითარებაშია შესაძლებელი მსგავსი პროტესტის გამოხატვა, დამოკიდებულია ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების უნარზე, სადამდე შეგვიძლია ვიყოთ მორჩილი და უმოქმედო ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და უსამართლობის მიმართ.

მოქმედების დროა, ძალა ერთობაშია!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...