კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაკორონავირუსის დადასტურებულ ფაქტებთან დაკავშირებით ბათუმის საკონდიტრო მაღაზია “დონა”...

კორონავირუსის დადასტურებულ ფაქტებთან დაკავშირებით ბათუმის საკონდიტრო მაღაზია “დონა” განცხადებას ავრცელებს

დღეს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული 38 ახალი კორონავირუსის შემთხვევიდან, 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია “დონა”-ში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საკონდიტროს ხელმძღვანელობა, სადაც ნათქვამია, რომ საკონდიტროს ორივე ფილიალში ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია და თანამშრომლები მკურნალობას კლინიკაში განაგრძობენ:

ძვირფასო მომხმარებლებო,

კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას,” – ნათქვამია საკონდიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...