კვირა, ივნისი 8, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინებისმიერი კანონპროექტი შეიძლება ისე განვიხილოთ, როგორც ლაკმუსის ქაღალდი,...

ნებისმიერი კანონპროექტი შეიძლება ისე განვიხილოთ, როგორც ლაკმუსის ქაღალდი, როგორც ლუსტრაციის გარკვეული პირობა – გიორგი ვოლსკი

დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ატარებდა. პირველმა ვიცე-სპიკერმა სხდომის მონაწილეებს გააცნო კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხების ჩამონათვალი. განსახილველად წარმოდგენილი იყო აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

ფრაქცია „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა სხდომის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ დაარეგისტრირეს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილი ცხადებს: „არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი და ამ რეზოლუციის უარყოფა პირდაპირ იქნება პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია“.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ბიუროს სხდომის წამყვანი გიორგი ვოლსკი:

მსურს მოგახსენოთ, რომ საერთოდ, ნებისმიერი კანონპროექტი საზოგადოდ შეიძლება ისე განვიხილოთ, როგორც ლაკმუსის ქაღალდი, როგორც ლუსტრაციის გარკვეული პირობა.

ლუსტრაცია მაინცდამაინც ცუდი სიტყვა არ არის, სადაც ირკვევა მხარეთა პოზიციები და ამის მიხედვით, საზოგადოება მსჯელობს ვის მისცეს ხმა, ვის დაუჭიროს მხარი, ვის მისცეს თავისი პოლიტიკური მხარდაჭერა.

აქედან გამომდინარე, თქვენ რასაც ითხოვთ, მომმართეთ და გავაკეთებ ამას, მაგრამ ასე ლაკმუსის ქაღალდით და ლუსტრაციით კოლეგების დაშინება არ არის სწორი. მით უმეტეს, ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიღებული წესი არაა, დამკვიდრდა ეს წესი, თორემ…

ისე საქმიანია თქვენი წინადადება და ამ საქმიან წინადადებას საქმიანად უნდა განხილვა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ბექა ნაცვლიშვილის საპასუხოდ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახსენით, ვინ როგორ და რატომ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რისი იმედი გაქვთ ან...

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით დისკუსია საკმაოდ მწვავე ხასიათს...

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით,...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "პსჟ"-ს საფეხბურთო გუნდთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...