ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

მხოლოდ ქორწინებაში მყოფი ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარ წყვილებს შეეძლებათ ხელოვნური განაყოფიერებით შვილის ყოლა – იუსტიციის სამინისტრო

ძალაში შესული ახალი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარ წყვილს შეეძლებათ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის ყოლას, რეგულაცია 1 სექტემბრიდან შედის ძალაში და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აწერს ხელს.

წყვილს ასევე მინიმუმ ერთ წლიანი თანაცხოვრების პერიოდი უნდა ჰქონდეს, რომ შეძლონ სუროგაციის გზით ბავშვის ყოლა.

„2. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 და 1​2 პუნქტები:

„1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი:

ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;

ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

1​2. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)“ – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული