კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614...

2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი – სოფიო გორგოძე

საქართველოში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, 2020 წელს სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მიმართავს:

დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.

სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო.

მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს,” – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საზოგადოება ამჩნევდა, ამჩნევს და ყოვეთვის შეამჩნევს არაპროფესიონალ, დაყენებულ და ყალბ სახეს!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტის, ბლოგერის ნუკა არველაძის დაუკონკრეტებელი მინიშნებები: "ღმერთო მოთმინება მომეცი 🙌 საზოგადოება...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა” –...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან სანიკიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...