კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - მეუფე იაკობი

“სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება.

მეუფე იაკობის განმარტებით, ერთადერთი თავისუფლება, რაც საზოგადოებას კონსტიტუციით აქვს, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლებაა:

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? ვისაც სად უნდა იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში თუ მინდა ჩარევა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? კარგად გადახედონ ვინ უფრო მოდიოდა, ხელისუფლება შეიცვალა და ისინი მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ. საკმაოდ ბევრს, ვინც ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 7 და 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან და ვინც არ უნდა მოვიდეს, მივიღებ.

რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ჩავერიე, არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს! თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, არჩეული გყავთ ქრისტე. მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გაქვთ, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლებაა.

სხვა ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემთ, ყველა სადამსჯელო ფუნქციას და არაფერი გრჩებათ. მე ვისაც არ ავირჩევ და რა დამოკიდებულებაც მაქვს, ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...