spot_img
მთავარიკანონი და სამართალიშიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა არის კრიმინალი,...

შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა არის კრიმინალი, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ გაორმაგებულია და მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მათ მოვალეობას არ ასრულებენ და გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მოხალისეებს პლაკატების გაკვრის გამო ებრძვიან.

შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა არის კრიმინალი. კრიმინალი, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს. მე მინდა წარმოგიდგინოთ ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს.

2015 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია დანაშაულის მაჩვენებელი და 35 000-დან 64 000-მდე გაიზარდა, სამწუხაროდ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 60%-დან 35%-მდე შემცირდა. მეტი და მეტი კრიმინოგენული დანაშაულების შემთხვევებია ქვეყანაში, მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა და ნაკლები გახსნა.

აი ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რაშიც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ საქართველო ჩააგდო. დღეს სამწუხაროდ, საქართველოში უსაფრთხოდ მოქალაქეები ვერ გრძნობენ თავს. დღეს სამწუხაროდ, მოქალაქეებს ეშინიათ ქუჩაში საღამოს გასვლის, იმიტომ რომ ის ოფიციალური მონაცემები დანაშაულის კონკრეტული შემთხვევები და დანაშაულის გახსნის პროცენტები მიუთითებს, რომ უმძიმესი ვითარება გვაქვს.

პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც სამწუხაროდ გადასულები არიან პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, რა თქმა უნდა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მიერ დასახული მთავარი ამოცანა პოლიციისთვის არის მაგალითისთვის: ათეულობით ეკიპაჟმა სდიოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მოხალისეებს და დააშინოს პლაკატების გაკვრის დროს და არა ებრძოლოს გაზრდილ კრიმინალს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ყველაზე მძიმე არის ის, რომ ძალიან დაბალი მაჩვენებლები გვაქვს გახსნის კუთხით მკვლელობებზე და უკიდურესად მძიმე დანაშაულებებზე, ძალიან სერიოზულად მოიმატა თვითმკვლელობების შემთხვევებმა და შესაბამისად საქმე აღძრულია და გამოუძიებელია ამ ადამიანებს ეს თვითმკვლელობა ვინმემ აიძულა, მათზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა თუ არა. აი ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ.

აუცილებლად წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებიან იმ უზარმაზარი წნეხისგან, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა პროცენტულად გახსნის მაჩვენებელი – ეს არის ძალიან მძიმე სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...