პარასკევი, აპრილი 19, 2024

ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ფეისბუქ საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ბრუნდება იმისათვის, რომ თავს მოხვეული რუსული ოცნება ერთად მოიშორონ:

თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით.

მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება.

შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს! აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძე.

ლევან ვარშალომიძემ ვიდეო მიმართვა ტრაპიზონიდან გაავრცელა და საზღვარი ცოტა ხნის წინ გადმოკვეთა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული