პარასკევი, აპრილი 19, 2024

კობახიძე, ისინი შმატრიოტები კი არ არიან, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ძალა და აღძარით საქმე თუ მათთან გარიგებული არ ხართ – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” წლებია “ქართულ ოცნებასთან” ალიანსში იმყოფება და ისინი არა “შმატრიოტები”, არამედ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური ძალაა:

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ძალა უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

მივმართავ ირაკლი კობახიძეს და დამსხვრეული ოცნებების პარტიას: ისინი შმატრიოტები კი არ არიან, როგორც თქვენ მათ დღეს უწოდეთ, არამედ ანტიდასავლური და ანტიეროვნული ძალა, რომელთანაც ალიანსში წლებია იმყოფებით.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულთან დაკავშირებით და დროულად გამოიძიოთ მათი კრემლთან კავშირები და ფინანსური წყაროები” , – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისათვის, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ბათუმში გაკრულ ბანერს ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მათ “შმატრიოტები” უწოდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული