შაბათი, აპრილი 20, 2024

როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერი, თქვენ ნახავთ რას ნიშნავს მთავრობის ზრუნვა ხალხზე – გიორგი ვაშაძე სენაკში ადგილობრივებს შეხვდა

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე სენაკის მოსახლეობას შეხვდა. ვაშაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ წინასაარჩევნო პროგრამები გააცნო.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ჟიული შარტავას ძეგლი ყვავილებით შეამკო.

სენაკში შევხდით მოსახლეობას, სადაც დიდი გაჭირვება, საშინელი კრიმინალი და ნიჰილიზმია, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ არცერთი დაპირება არ შეასრულა 8 წლის მანძილზე.

დადგა დრო, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და აღმშენებლობის სტრატეგია მოვიყვანოთ მოქმედებაში, რომ ყველა სოფელი, ყველა ქალაქი, ყველა რაიონი დავაყენოთ ფეხზე.

საოცარი პოზიტიური განწყობით და იმედებით მხვდება მოსახლეობა და მე ერთ რამეს ვპირდები ყველას, რომ როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერი, თქვენ ნახავთ რას ნიშნავს მთავრობის ზრუნვა ხალხზე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამისათვის კი დღე და ღამე ვიმუშავებთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული