ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კივიდ19-ის ეპიცენტრში, სკოლები 1 სექტემბერს გაიხსნება

ჩინეთის ქალაქი ვუჰანი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ცხელი წერტილი იყო, სამშაბათს, 1 სექტემბერს ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლას განაახლებს. ინფორმაციას “reuters” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემოდგომის სემესტრის დაწყებისთანავე, ქალაქის მასშტაბით 2 842 საგანმანათლებლო დაწესებულება კარს გაუხსნის თითქმის 1,4 მილიონ სტუდენტს.

ხელისუფლების განცხადებით, რისკის შემთხვევაში, მათ შეადგინეს გეგმა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე, ასევე სტუდენტებს მოუწევთ ნიღბების ტარება და გაიცა რეკომენდაცია, რომ სტუდენტებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ.

სკოლებმა ასევე უნდა შეზღუდონ არასაჭირო მასობრივი შეკრებები და ყოველდღიურად წარუდგინონ ანგარიშები ჯანდაცვის ორგანოებს.

ფოტო – “reuters”-ის

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული