კვირა, ივნისი 8, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოამეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში ხანძარი გაჩნდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, მცირეწლოვანი კი უვნებლად გამოყვანილი:

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო – სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა.
უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...