ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტარების წინაშე მრავალფეროვანი...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტარების წინაშე მრავალფეროვანი გეგმებით წარდგა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პრეზენტაცია გამართა და დეპუტატებს სამინისტროს ხედვები და 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სამ მიმართულებას – სამუშაო ადგილების შექმნას, ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკის ის ძირითადი პრიორიტეტული სექტორები დაასახელა, რომელთა განვითარებასაც მომავალი წლის საქმიანობის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. კერძოდ, დასახელებული იყო შემდეგი დარგები და მიმართულებები: ენერგეტიკა (გენერაციის ობიექტების განვითარება და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა), სატვირთო ტრანსპორტი (სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება), მომსახურების სექტორი (ტურიზმის შემდგომი განვითარება და BPO), ასევე სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა (მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების განვითარება (თხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა).
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა წარმოების სექტორზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთი პრიორიტეტული საექსპორტო სექტორების განვითარებას, როგორიცაა ტყავის, ტექსტილის, ავეჯის, ავტონაწილების წარმოება ელექტრონიკის აწყობა.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მართვა, რაც გულისხმობს წიაღისეულის პოტენციალის სრული ათვისებას ნავთობის და გაზის ჩათვლით, ასევე პრიორიტეტულია ინოვაციური წარმოებები, ინტერნეტიზაცია, IT და ციფრული ტექნოლოგიები” – აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, წელს ქვეყანაში მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია ტურიზმი და სასტუმროები, ICT სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა – წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. გარანტიის დაფარვის დონე – ინდივიდუალურ სესხზე 70%, პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი 10% იქნება. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი.

მინისტრის ინფორმაციით, მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამით ასევე იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია ტურიზმი და სასტუმროები, ICT სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა – წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა. ხოლო საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების – მძღოლებისა და მენეჯერების მომზადების და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გიორგი ქობულიამ დაასახელა, ენერგოეფექტურობას შეეხება. უახლოეს თვეებში, პარლამენტში და მთავრობის სხდომაზე განსახილველად, გავა როგორც კანონპროექტი ენერფოეფექტურობის შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობის დანერგვით ჩვენ შევძლებთ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის დაზოგვას, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ვერ გვექნებოდა” – კახა კალაძე

„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...