ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეფასებები “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით

ოპოზიციის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერები თვლიან, რომ ეს ყოველივე სახელისუფლებო გუნდის დამარცხების შანსს ამცირებს და ოპოზიციას ზიანს აყენებს:

“ნაციონალური მოძრაობის” ეს გადაწყვეტილება, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს, არის არასწორი, არის მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში, ცუდად იმოქმედებს, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ისე, ზოგადად, ოპოზიციის შანსებზეც, რომ თბილისში ივანიშვილი დაამარცხონ.

კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს შორის არის დადებული, შეთანხმდება და მათი გადახედვა რეგულარულად არ მოხდება, როგორი პრაქტიკაც ამას ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან აქვს,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს”, წევრმა სერგი კაპანაძემ.

ჩვენ ყველა პარტიის სუვერენულ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, მაგრამ ისნის რაიონში ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო ფორმატმა საერთო კანდიდატი, ბატონი გიორგი ვაშაძე დაასახელა და ამ გადაწყვეტილების შეცვლა, მისი რევიზირება არ მოხდება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს. აქ ჭარბობს ემოციური მომენტი ყოფილ თანაპარტიელებს შორის. ვფიქრობ, გადალახვადი მომენტებია. ჯერ კიდევ არის დრო, ერთი თვე, საბოლოო ჩამოყალიბებამდე,” – აღნიშნა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

გენერალური შეთანხმება რჩება ძალაში და ოპოზიცია არის უპრეცენდენტოდ კოორდინირებული, საქართველოს ისტორიას მიახლოებულიც კი არაფერი ახსოვს.

რაც შეეხება კონკრეტულ ოლქს, კონკრეტულ დავას და დისკუსიას, თუ ვინ არღვევს შეთანხმებას, ეს ახლა არის მეორე ხარისხოვანი. ახლა უკვე, რადგან ასეთი კონფიგურაცია მივიღეთ, მთავარია, მეორე ტურში ორი ოპოზიციონერი კანდიდატი ვიხილოთ, მე მგონი, ოპოზიციაში ამის პოტენციალი არის,“- განაცხადა „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული