შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიადვოკატები ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძვრენას -...

ადვოკატები ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძვრენას – დიჯეი კოკო, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მოწმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი 31 აგვისტომდე გადაიდო.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით უნდა დაეკითხათ კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დიჯეი კოკო, თუმცა სხდომა გადაიდო დაცვის მხარის მოთხოვნით. კონსტანტინე ღიბრაძე აცხადებს, რომ კონკრეტული პიროვნებები და ადვოკატები მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი აწარმოებენ:

რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებდი, რაც აქამდე მქონდა მიწოდებული საგამოძიებო ორგანოებისთვის და იგივე, რაც პირველ და მეორე ჩვენებაში მიწერია.

რა თქმა უნდა ადვოკატებისგან არის უბრალოდ თითის გაშვერა ჩვენკენ, ვინაიდან არცერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი. უბრალოდ, ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძვრენას.

რაც შეეხება იმ საინფორმაციო ომს, რასაც კონკრეტული პიროვნებები და ადვოკატები აწარმოებენ, ვინაიდან ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა არ გვინდა, ან არ გვინდა დაისაჯონ ის პირები, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობენ. ხოლო ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მედიის საშუალებითაც ხდება ამით მანიპულირება და ჩემთვის პირადად, როგორც მოწმისთვის მიუღებელია ეს,” – განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

“იფიქრე ქოცო – შენ რომ დაგიჭერენ, ვინ გეყოლება მომკითხავი?” – ელისო კილაძე

დემონსტრანტების ურთიერთ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე ემოციურად საუბრობს, კონკრეტულ ფაქტებზე...

ბონდო მძინარაშვილი: “სიის პირველ ათეულში ყოფნას მეორე და მესამე ათეულში ყოფნა სჯობს… “თუ კაცი...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ირონიული...

“დროზე, თქვე ტურებო, სანამ გადაგსქრინეთ ყველანი!” – ვახო სანაია

ვახო სანაიას მინი "პოლიტიკური ფეისბუქ-გაკვეთილი" ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მხარდამჭერებისთვის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...