კვირა, ოქტომბერი 26, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვამსჯელობა იმაზე, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რომ მისულიყვნენ...

მსჯელობა იმაზე, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რომ მისულიყვნენ უფრო მალე შემთხვევის ადგილზე, გადარჩებოდა მეტი სიცოცხლე, არის ცალსახად არასწორი – ამირან გოგიტიძე

შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე, იგი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით დახმარების ეკიპაჟი დაგვიანებით მივიდა შემთხვევის ადგილას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მოხდა რეაგირება:

პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა, მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მართლაც, მძიმე ტრაგედიაა ქვეყნისთვის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.

როგორც ცნობილია, ტელევიზიებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დააგვიანეს.

მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოხდა  რეაგირება. 2 წუთში მოხდა უახლოესი თავისუფალი ბრიგადების გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. თუმცაღა მისვლას, რა თქმა უნდა, დაჭირდა გონივრული დრო.

მინდა ცალსახად ვთქვა იქ ფაქტი, რომ როგორც შატილის გზა, ასევე სხვა გზები, ქვეყანაში არის რთული რელიეფის მქონე და აღნიშნულის გამო ცენტრის ავტოპარკი განახლდა შესაბამისი მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.

მსჯელობა იმაზე, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რომ მისულიყვნენ უფრო მალე შემთხვევის ადგილზე, გადარჩებოდა მეტი სიცოცხლე – არის ცალსახად არასწორი, ვინაიდან ტრავმის განვითარების მექანიზმი იყო იმდენად მძიმე, რომ ადგილზე მისულ ეკიპაჟებს დახვდათ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები. ამიტომ, აღნიშნულით ინტერპრეტაცია, არის ცალსახად არასწორი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საკურორტო სეზონებზე, გამოძახების მატებასთან ერთად, ხდება დამატებითი ეკიპაჟების განთავსება, როგორც ზაფხულის საკურორტო სეზონებზე, ასევე ზამთრის საკურორტო სეზონებზე.

გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების რაოდენობა არის ადეკვატური და შეესაბამება გამოძახებების რაოდენობას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, მაღალი და საშუალო გამავლობის ავტოტრანსპორტით. ასევე მიმდინარეობს მშენებლობები და აშენდა სასწრაფო დახმარების ქვესადგურები და ცალსახად განვმარტავ იმას, რომ ქვეყანაში მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების პრობლემა არ არსებობს,” – აცხადებს ამირან გოგიტიძე.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ბედის ირონიაა და უბედურების ნიშანია, როცა პროკურატურა ღარიბაშვილის გირაოს გვამცნობდა, პარალელურად რეჟიმი დაგეშილი ხალხს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა შედარება-შეფასებებს ახდენს ყოფილი პრემიერის, ირაკლი...