შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს - უამრავ...

მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს – უამრავ კითხვაზე არ არის პასუხი – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა 4 წლის წინ დაკარგული ახალგაზრდა ქალის, რუსუდან ახალბედაშვილის დედასთან, ლალი კანიაშვილთან ერთად. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, გამოძიებას არ უმუშავია – არ ამოუღია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, პირადი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი.

რუსუდანის დედა ამბობს, რომ გამოძიებას მისი დაკითხვა არ მოუთხოვია და იგი თავად წავიდა დასაკითხად:

ჩემი შვილის ნივთები: ჩანთა, ფეხსაცმელი და ტელეფონი იყო ნაპირთან დალაგებული. მტკვარი დააშრეს, მაგრამ არაფერი არ იყო. პოლიციას არაფერი არ მოუთხოვია ჩემთვის, დასაკითხად მე თვითონ წავედი, რომ დედა ვარ, დამკითხეთ,“ – ამბობს ლალი კანიაშვილი.

კონკრეტული კითხვებით მიმართავს გიორგი ვაშაძე მთავრობის მეთაურსა და შს მინისტრს:

მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს, რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა, აი ეს  მსგავსი საქმეების გამოძიება. გავიდა 4 წელი და აგერ ჩვენ ვსხედვართ და რამდენი კითხვა გვაქვს:

– ტელეფონდან რატომ არ ამოიღეს ზარები?

– 112-ში ვინ დარეკა?

– რატომ არ დაკითხეს ოჯახი, თუ სად იყო ეს გოგონა ბოლოს?

ამ უამრავ კითხვაზე არ არის პასუხი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილი 2016 წელს გაუჩინარდა და საძიებო სამუშაოებმა დღემდე შედეგი ვერ მოიტანა.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მოვლენებს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და მივხვდეთ თუ რამხელა კატასტროფისკენ მიგვაქანებს რუსების აქაური...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომავალ კონკრეტულ საფრთხეებზე...

“არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელიც მთასავით ძლიერი და შეუპოვარი იყო, რამე მოერია” – თამარ...

წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია ემოციურად იხსენებს მუნივიპალიტეტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...