სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ნინო ზამბახიძე: “მხოლოდ გამიხარდება თითოეული მაკრიტიკებელი თუ მეტს შეძლებს და უკეთ წარმოაჩენს ქვეყანას”

ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, თამამემამულეების მხრიდან წამოსულ უსამართლო და დაუმსახურებელ თავდასხმას, დამცირების მცდელობებსა თუ შეურაცხყოფებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, გულისტკივილით პასუხობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე:

“მოკლედ ჩემმა პრეზიდენტ ტრამპთან ვიზიტმა ბევრი კრიტიკა გამოიწვია.
ასე მაგალითად: რატომ უნდა იღებდეს ეს სულ გრანტებს, რომ არის მახინჯი და მურთხი ლამაზისეული, რატომ გაუშვით ტრამპთან, რა წარმოდგენა ექნება მას რომ ქართველები ასეთი მახინჯები არიან?
რა გაუნათლებელია, აზრზე არაა რა უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტთან და რას ეტენება ვაზელინით ტრამპს, თუ ბიზნესს ყიდის რა პონტში გადაუხადა მადლობა? როგორ დააკნინა ქართველი ქალი, ისე საშინლად წარმოაჩინა ქვეყანა, რომ ასეთი სირცხვილი ერს არ უჭამია.

აი ამაზე რაც შემიძლია მათ ვუპასუხო: რაც გამაჩინა ღმერთმა ასეთი ვარ და დედაჩემს და მამაჩემს თუ მოკითხავთ პასუხს ჩემ უშნოობაზე, ეს გრანტი მე არ მომაქვს, 2007 წელს მე რომ დავიწყე ბიზნესი, მაშინ ქალებს არ ჰქონდათ მომავალი ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობაზე, არ ჩავთვალე საჭიროდ ტრამპთან მელაპარაკა ბრუცელოზის გამო რატომ დავკალი ძროხები!  მე ეს შევძელი ამის მეტი ვერ! მხოლოდ გამიხარდება თითოეული მაკრიტიკებელი თუ მეტს შეძლებს და უკეთ წარმოაჩენს ქვეყანას – ეს გამოადგება ქვეყანას

მიხარია რომ გულშემატკივარი ბევრად მეტია ვიდრე მაკრიტიკებლები 
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული