კვირა, ივნისი 15, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა - მგზავრობის დრო 40-50%-ით...

ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა – მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება

გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა გახსნეს ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც მგზავრობის დროს – 40-50%-ით ამცირებს. პროექტმა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის:

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად 4 ზოლიანი, 2 კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის 2 ზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა.

მოგეხსენებათ, ხაშურში რა ხდებოდა ეკოლოგიურად, მოძრაობის თვალსაზრისით, ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას, დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა.

ხაშურლებისთვის ეს რა არის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ, იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი რომ დავანებოთ, უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა ეკოლოგიაც.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის.

ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნები, საბოლოო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე.

როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას. ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთებია: ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზის საშუალებით, გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“საზოგადოება ამჩნევდა, ამჩნევს და ყოვეთვის შეამჩნევს არაპროფესიონალ, დაყენებულ და ყალბ სახეს!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტის, ბლოგერის ნუკა არველაძის დაუკონკრეტებელი მინიშნებები: "ღმერთო მოთმინება მომეცი 🙌 საზოგადოება...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...