spot_img
მთავარიოკუპაციაჩვენში გამოჩნდა ქალი – ირმა ინაშვილი, რომელმაც მარტო...

ჩვენში გამოჩნდა ქალი – ირმა ინაშვილი, რომელმაც მარტო გადაწყვიტა ჩასვლა აფხაზეთში – სოხუმში – დავით ოქიტაშვილი

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავის ნაბიჯი ქვეყნისთვის გადადგმული ნაბიჯია, პოპულიზმს მოკლებული და რაციონალური. დავით ოქიტაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სტკივა და უყვარს აფხაზეთი და ვინც ამ საქმეს დაძრავს მის გვერდით იქნება, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ქალია:

ირმა ინაშვილი თარხან-მოურავის ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის გადადგმული ნაბიჯია, პოპულიზმს მოკლებული და რაციონალური, მე დღეს ირმაზე ვისაუბრებ : “ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ” – ეს სიტყვები აფხაზეთზეა დაწერილი, უკვე 27 წელი რომ გავიდა და არაფერი შეიცვალა, ხისტმა პოლიტიკამ კიდევ უფრო ხისტი ნაბიჯები გადაადგმევინა ჩრდილოელს, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და დავიწყეთ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება-შეგუება, თუმცა დღეს, ჩვენში გამოჩნდა ქალი – ირმა ინაშვილი, რომელმაც მარტო გადაწყვიტა ჩასვლა აფხაზეთში – სოხუმში.

(მეამაყება და მესურვილება მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვერ შეძლო 27 წლის მანძილზე ვერც ერთმა პოლიტიკოსმა.). ალბათ სოხუმიც სევდანარევი სიხარულით შეხვდა ქართველ ქალს, უშიშარსა და პრინციპულს, ეს რისკიანი ნაბიჯი იმდენად იმედის მომცემია, რომ მე, როგორც ერთ ადამიანს, თვალ წინ წარმომიდგა სოხუმის ქუჩები, ლაინერი, თოლიები და კიდევ უფრო დიდი ყურადღებით დავიწყე ირმას სმენა, ფოტოების თვალიერება, რაც მთავარია, იმედი, რომ მოლაპარაკებისა და გონიერი რაციონალიზმის პირობებში შეიძლება დაიძრას გაყინული საქმე.

ამ დროს კი პოზა – მე რუსს არ ველაპარაკები, უბრალოდ უგუნურებაა, თუ არა ღალატი. ღალატი 100 ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის, სიზმარში რომ ხედავენ თავის სახლებს, ღალატი იმ ბავშვებისა, რომლებსაც ფესვები ფოტოებით აქვთ ნანახი, ღალატი აფხაზების და ქართველების მეგობრობის, და ბოლოს ღალატი იმ მაგნოლიის ხეების, რომლებიც უჩვეულოდ მოწყენილი მგონია უჩვენოდ.

მტკივა აფხაზეთი, მიყვარს აფხაზეთი და მინდა აფხაზეთში და ვინც ამ საქმეს დაძრავს მის გვერდით ვიქნები, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ქალია, რომელიც ყოველთვის იყო საწყისი დიდი ცვლილებებისა, ქალი, რომელიც არა იმიჯზე, არამედ საქმეზეა ორიენტირებული, ქალი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად დაძრა ეს საქმე.

ყოველთვის ელაპარაკებოდნენ ამა სოფლის ძლიერებს ჩვენი ძველი (მეფეები) და ახალი გონიერი პოლიტიკოსები და ამით ქვეყანას ედგნენ გვერდით, ამიტომაც თუ სხვა გზა და ხსნა არ არის (და არ არის) იქნებ გონის მოხმობით დავიბრუნოთ ჩვენი მეორე იერუსალიმი – სოხუმი და რაციონალიზმითა და რეალურობის შეგრძნებით პოპულიზმს ვაჯობოთ, მაყვირალთა შორის კი ისეთებიც არიან, მუჭა ბრილიანტებში რომ გაუცვალეს დევნილებს დაობებული პური, შეწუხდნენ მათი აქ ყოფნით (თითქოს მათ უნდოდათ ) ხმელთაშუა ზღვაზე წამოწოლილებს არც აფხაზეთი, არც აფხაზი ძიძის კივილი, თბილისში რომ მისი გაზრდილი გარდაიცვალა, არც ქართველი ბიჭების დახვედრა აფხაზეთიდან მათი კლასელი რომ ჩამოიყვანეს მძიმე ავადმყოფი და იმან მიწა რომ წამოუღო , დედამ გამომატანა თქვენებს დაუბარებიათო.

დავიწყოთ მოლაპარაკება, დავსხდეთ მაგიდასთან და ფსევდოპოპულიზმს ნუ შევწირავთ ამ ლამაზ მხარეს, არ გვაპატიებს ახალგაზრდა თაობა, მე შენთან ვარ ირმა, აფხაზეთისთვის”, – წერს დავით ოქიტაშვილი.

ავტორი
მარიკა ხორავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...