სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიის, რომ მთავრობა ცდილობს ძირითადი დახმარებები სექტემბერ-ოქტომბერში დაარიგოს,...

ის, რომ მთავრობა ცდილობს ძირითადი დახმარებები სექტემბერ-ოქტომბერში დაარიგოს, ეს არის მანიპულაცია არჩევნებისათვის მოსახლეობის გულის მოსაგებად – ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ მოსახლეობას, რომელიც მთავრობისგან 200 – ლარიანი დახმარების მიღებას ცდილობს, მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და ამით პარტია არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერას არ ცდილობს. ბეჟაშვილის განმარტებით მთავრობის მხრიდან მხოლოდ 200 ლარის გამოყოფა საკმარისი არაა, ასევე მოუწოდებს ყველა სუბიექტს, მთავრობას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობას რეგისტრაციაში დახმარება გაუწიონ.

ვიცით, რომ სახელმწიფომ 17 წლამდე არასრულწლოვანთათვის 200 – ლარიანი დახმარება გამოყო, მაგრამ მარტო ამ თანხის გამოყოფა საკმარისი არაა, აუცილებელია, რომ მთავრობას უზრუნველეყო, მოსახლეობისათვის გამარტივებულად შესძლებოდათ დარეგისტრირება.

ჩვენ პროცესმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს, ინტერნეტიზაციის მაღალი ხარისხი არაა, არ აქვთ საკმარისი კომპიუტერები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა საკმაოდ ჩუმად, თავმდაბლობით, ტექნიკურად რეგისტრაციაში დავხმარებოდით.

ხალხი მოდიოდა შესაბამისი კონსულტაციებისა და დახმარების თხოვნით ჩვენს ოფისებში, თუმცა ამან „ქართული ოცნება“ აღაშფოთა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა ითამაშოს კეთილშობილის როლი ამ პროცესში. დახმარება, რომელიც გამოყოფილია ჩვენი მოსახლეობისათვის არის მათ მიერ უკან დასაბრუნებელი საგარეო ვალის გასტუმრება. 200 ლარი მათი წყალობა არ არის.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობას რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ. ფეისბუქ გვერდებზე ატვირთულ განცხადებებში მითითებული არის, რომ ეს დახმარება უსასყიდლოა.

მნიშვნელოვანია წინა პროცესები გავაანალიზოთ. 530 მილიონი დაანონსებული დახმარება, რომელიც უნდა გაცემულიყო, აქამდე მთავრობის მხრიდან მოსახლეობაზე, დღეს მხოლოდ და მხოლოდ გაცემულია 116 მილიონი ანუ 21,8%, რაც მიუთითებს რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია. თუ მოსახლეობა გაივლის რეგისტრაციას დახმარებას ისედაც უგვიანებენ.

ასევე 245 ათასი დარეგისტრირებული თვითდასაქმებულიდან დახმარება მიიღო მხოლოდ 160 ათასმა ადამიანმა, ანუ 85 ათასი ადამიანი კვლავ რიგში დგას და ელოდება.

ის, რომ მთავრობა ცდილობს ძირითადი დახმარებები სექტემბერ-ოქტომბერში დაარიგოს, ეს არის მანიპულაცია არჩევნებისათვის მოსახლეობის გულის მოსაგებად“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა...

"დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...