პარასკევი, აპრილი 26, 2024

ადამიანები, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან, შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი უაღრესად მნიშვნელოვანია. პროგრამა ეხება ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებსაც შეეძლებათ, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ, ასევე პრემიერის განმარებით მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით გაიზრდება.

ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება პრობლემად, განსაკუთრებით ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით.

დღემდე პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ სხდომაზე მიიღო.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული