შაბათი, აპრილი 20, 2024

დროულად გახსენით საზღვრები, რათა ავტომობილების რეექსპორტი კვლავ ამუშავდეს და ქართველი ხალხი ლუკმა პურის გარეშე არ დარჩეს – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ისანში, ე.წ. “დაშლილების ბაზარში” იმყოფებოდა და არსებულ მძიმე ვითარებასა და მანქანის ნაწილებით მოვაჭრეების პრობლემებს გაეცნო. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ბაზარი მთლიანად გაჩერებულია.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას საზღვრების დროულად გახსნისაკენ მოუწოდებს:

ისანში ე.წ. „დაშლილების ბაზარში“, უმძიმესი ვითარებაა – მთლიანად გაჩერებულია ბაზარი, რადგან ხელისუფლება აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო საზღვრებს არ ხსნის, რასაც თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს და რაც ყველაზე ცუდია, მთელი მსოფლიო ხნის საზღვრებს და ჩვენ ისევ დაკეტილები ვართ.

ეს ბაზრები, მანქანების და ნაწილების რეექსპორტი სწორედ მუშაობდა რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ და ნაწილებს ყიდულობდნენ. ამ საქმეს მივაქცევთ ყურადღებას. საქართველოს სჭირდება პროფესიონალალი, ხალხზე მოფიქრალი მთავრობა. სხვაგან არის ხალხი და სხვაგან – მთავრობა, სწორედ ეს არის რეალური პრობლემა და უსამართლობა, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და ამას ჩვენ დავამთავრებთ. “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის შეზღუდვებმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს პრობლემები შეუქმნა. მათი უგუნური ქმედებების გამო, ქართველი ხალხის გაღარიბება კვლავ გრძელდება!

მივმართავ გახარიას, მოეშვით ფუქსავატობას და აკეთეთ საქმე!

დროულად გახსენით საზღვრები, რათა ავტომობილების რეექსპორტი კვლავ ამუშავდეს და ქართველი ხალხი ლუკმა პურის გარეშე არ დარჩეს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული