spot_img
მთავარისაქართველოს მთავრობა21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა...

21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფელ ლენჯერში დაწესებული რეგულაციები 21 აგვისტოდან გაუქმდეს გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა. საბჭომ ასევე შემოიღო რეგულაცია, რომ ზღვისპირა კურორტებზე, კაფე-ბარებისა და კლუბების პერსონალს ჩაუტარდეთ ინტენსიური ტესტირება კორონავირუსზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სხდომაზე აღინიშნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, ეფექტიანი და დროული ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ჩატარდა მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ასევე განიხილეს საქართველოს კურორტებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ვითარება.

დამსვენებელთა საკმაოდ დიდი კონცენტრაციის გათვალისწინებით, მიღებულია პრევენციული ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება, კერძოდ, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფართოვდება მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა წრე. ტესტირება ჩაუტარდება ისეთი ობიექტების პერსონალს, სადაც განსაკუთრებით დიდია მობილობა, მაგალითად, კაფე-რესტორნებისა და კლუბების თანამშრომლებს,”- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...