შაბათი, აპრილი 27, 2024

ჩვენ ან დაუყოვნებლივ შევცვლით არსებულ მძიმე რეალობას და გავწყვეტთ ამ უბედურების ჯაჭვს ან მოხუცთა ქვეყანად ვიქცევით, საიდანაც ახალგაზრდები იმქვეყნად “გარბიან”! – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ახალგაზრდების გახშირებულ თვითმკვლელობებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

SOS!!!! მშობლებო!!!!

რატომ იკლავენ თავს ბავშვები?????

“ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, 1774 წელს, გოეთეს ამ ნაწარმოებმა წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდებზე, რომლებმაც ჯერ ვერტერისეულად ლურჯი ფრაკები და ყვითელი ჟილეტები მოირგეს, შემდგომ კი, საყვარელი ნაწარმოების გმირის კვალდაკვალ ცხოვრება მასობრივი თვითმკვლელობით დაასრულეს!

წიგნი მალევე აიკრძალა!

დღეს ნაწილობრივ”ვერტერის ეფექტთან” გვაქვს საქმე. ამას ემატება ისტერიული ტონი მედიაში, კოვიდ19-ის ფონი, “ლურჯი ვეშაპის” მაგვარი თამაშები, აპათია, დეპრესია, გამუდმებით მორგებიდან და სასაფლაოებიდან რეპორტაჟი, სვავური დაჟინებით გვამების ჩვენება და ა.შ.

ან ჩვენ ახლა და დაუყოვნებლივ შევცვლით არსებულ მძიმე რეალობას და გავწყვეტთ ამ უბედურების ჯაჭვს, ან ძალიან მალე მოხუცთა ქვეყანად ვიქცევით, საიდანაც ახალგაზრდები იმ ქვეყნად გარბიან!!!!”, – წერს ლალი მოროშკინა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული